|
2016-10-03 09:41:04, 676 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია დავით სეერგენკოსთან ერთად მარტვილში ექიმებს შეხვდნენ
„პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. აუცილებელია ამ პროცესში ადგლობრივი მედპერსონალის ჩართულობა. საჭიროა რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამბულატორიების რესტავრაცია - კეთილმოწყობაა, რომელსაც თქვენი მომავალი დეპუტატის, ოთარ დანელიას შუამავლობით აუცილებლად განვახორციელებთ“- ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი - აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და სამედიცინო პერსონალს სამომავლო გეგმები გააცნო - საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ დანელიასთან ერთად მარტვილის სამედიცინო დაწესებულება „ევექსი“ დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)