23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 09:29:05, 602 ნახვა

საზოგადოება
გიორგი სამანიშვილი: ღვინის კვირეული წარმატებით ჩატარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, 2016 წლის ღვინის კვირეული წარმატებული იყო. კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ წელს, 40 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა „საქართველოს დამსახურებული მეღვინის" წოდება.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამსახურებული მეღვინის წოდების მინიჭება ყოველწლიურად მოხდება და ამ ჯილდოს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგში  არანაკლებ 20 წლისა მოღვაწეობენ.

"ღვინის კვირეული წარმატებულად ჩატარდა. ქართული ღვინის დღის აღნიშვნა წელს გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე გასულ წლებში. მან თბილისთან ერთად საქართველოს რეგიონებიც მოიცვა. ღონისძიების მიზანია ქართული ღვინის უძველესი და უმდიდრესი კულტურა გავაცნოთ ყველას. ეს არ არის მხოლოდ უცხოელებზე გათვლილი. ჩვენ გვსურს ახალგაზრდებმაც გაიცნონ ქართული ღვინის ისტორია. წლევანდელი წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ კვირეულის ფარგლებში აღვადგინეთ საქართველოს დამსახურებული მეღვინის წოდება, რომელიც მიენიჭება მეღვინეობა-მევენახეობის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის კვირეული 22 სექტემბერს კახეთში, იყალოთოს სკოლა-სახელოსნოს გახსნით დაიწყო და 2 ოქტომბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურა.

ღვინის კვირეულის საზეიმო დახურვის ღონისძიება თბილისში, რიყის პარკში გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

                                              

სწორედ რიყის პარკში გაიმართა დამსახურებული მევენახეებისა და მეღვინეების დაჯილდოება. აღნიშნული წოდებით დაჯილდოვდნენ - გივი ჩაგელიშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილი, ედუარდ ლეკიშვილი, ვაჟა გოცირიძე, ბონდო კალანდაძე, დავით აბზიანიძე, პეტრე მესხიძე და ლევან უჯმაჯურიძე.

კვირეულის დახურვას უამრავი სტუმარი - როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი, ისე უცხოელი სტუმარი ჰყავდა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო დახურვაში სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფიც მონაწილეობდნენ.

ქართული ღვინის კვირეული კიდევ ერთი დასკვნითი ღონისძიება იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსი, სადაც 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა გადასცეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღე უკვე მესამედ აღინიშნა. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია "ქართული ღვინო", საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს "ქართული ღვინის კვირეული" გაიმართულიყო. წელს, ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალები, გამოფენები, მეღვინეობასთან დაკავშირებული ფილმების ჩვენება, თუ წიგნების პრეზენტაცია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics