|
2015-03-15 23:34:20, 668 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია“,-ამის შესახებ ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „ კვირის 2030“-თან საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ მათ საშუალება არა აქვთ და არც ექნებათ. „ნაციონალები“ ცდილობდნენ ხალხი ვირტუალურ სამყაროში ემყოფებინათ, თვითონ იყვნენ კარგად, ერთი ჯგუფი ინაწილებდა ყველაფერს. დანარჩენს საზოგადოებასაც არწმუნებდნენ, რომ ისინი არიან კარგად ეს მექანიზმები დახვეწილი ჰქონდათ. მთელი მედია საშუალებების კონტროლი , როგორც იყო 9 წლის განმავლობაში. დღესაც იგივე, ეს აგიტმანქანა , სიცრუის მანქანა ცდილობს საპირისპიროს, ახლა როდესაც თვითონ ხელისუფლებაში არ არიან , ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ინგრევა , ყველაფერი იშლება და ვერ მალამევნ თავის სურვილს, რომ მათი უნდათ , რომ ეკონომიკა და ქვეყანა დაინგრეს. აქვთ კიდევ განცდა, რომ თავი გადაირჩინონ და ქვეყანა გადაარჩინონ ან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს აბსურდია, რამეთი ქართულ საზოგადოებას მახსოვრობა არ დაუკარგავს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არა აქვთ და არც ექნებათ მომავალშიც“,-განაცხადა ივანიშვილმა. ამასთან, ივანიშვილმა დასძინა, რომ 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეტუებინა საზოგადოება. „9 წლის განმავლობაში მათი ქცევებით, ისინი ოპოზიციაში იყვნენ საკუთარ ხალხთან და ცდილობდნენ ვირტუალურ სამყაროში დაეხატათ, რომ საქართველოში მიდის საოცარი აღმშენებლობის პროცესი ყველაფერი კარგადაა. მათმა ლიდერმა ისეთი აბსურდი შემოიტანა, ლამის დავით აღამშენებლის პერიოდთან გაავლო პარალელები, რაც აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტული იყო“,-დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)