|
2016-10-02 19:18:43, 672 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი,, კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი" კონკურსის ფინალისტები დააჯილდოვა. კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და "დემოკრატიის ლაბორატორიის" ორგანიზებით ჩატარდა და იგი პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალია" კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო, სამოქალაქო ატივობის პოპულარიზაცია წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის, თანამოაზრეობისთვის და თანამებრძოლობისათვის. ,,თქვენ უკვე ბევრი გააკეთეთ ქვეყნისათვის. ეძებდით გზებს, რომელიც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის სტიმულს მისცემდა. მე მახსოვს ბევრი არჩევნები, რომლებიც დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, და ეს პერიოდი პრობლემური პერიოდები იყო ქვეყნისათვის. თუმცა არჩევნები ქვეყნის შენების პოზიტიური პროცესია და თქვენ შეძელით დაგენახათ ეს, თქვენს მიერ დამზადებულ ვიდეორგოლებშიც გადაიტანეთ და ეს პოზიტიური განწყობა გადასდეთ მოსახლეობას. თქვენ პოლიტიკოსებსაც გვასწავლით, იმას, რომ საარჩევნო პროცესი პოზიტივზე იყოს ორიენტირებული. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის და იმ საქმიანობისათვის, რომელიც ამ საკონკურსო პერიოდში გასწიეთ",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს. კონკურსში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელი, ახალციხის მე- 6 საჯარო სკოლის გუნდი, გაემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად. მეორე ადგილზე გასული გუნდი, სამტრედიის მე-9 საჯარო სკოლიდან, გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად. მესამე ადგილის მფლობელს თბილისის 203- ე საჯარო სკოლის გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)