02:41 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 17:23:01, 578 ნახვა

პოლიტიკა
"როგორც პრეზიდენტი, ვდგავარ თქვენს მხარდამჭერად, იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც კონსიტიტუცია ასახავს"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა ირინე იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ და უზენაესი სასამართლოს კვოტით წარდგენილმა თემურ ტუღუშმა დადეს.

სასამართლოში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ მოსამართლეებს  წარმატებული  და მიუკერძოებელი საქმიანობა უსურვა.

,,გერქვას საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლე ეს არის ძალიან დიდი პატივი. თქვენ ხელთ გაქვთ უზარმაზარი ძალა, მაგრამ ამავე დროს დიდი ტვირთი, რომლის გაძლებაც და გატანაც ყველა ადამიანს გაუჭირდება.

მოსამართლეობა და სიმართლის სამსახური ყოველთვის იყო ძალიან მძიმე პიროვნული ტვირთი. ყველა ეპოქაში, ადამიანების ბედი, რომლებიც ამბობდნენ სიმართლეს და ემსახურებდონენ  იდეალებს, არა რომელიმე პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ლიდერის სამსახურში,  ყოველთვის ძალიან ძნელი იყო.

ყველა ეპოქაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ სიმართლის თქმა ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და ეს ყოველთვის იყო ძალიან დიდი ტვირთი.

ამ ტვირთში თქვენ ძალიან ცოტა თანამოაზრე გეყოლებათ.  იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ექნებათ თავიანთი სიმართლე და თავიანთი დღის წესრიგი, რომლებიც ასე დაინახავენ ქვეყნის მომავალს, ქვეყნის ბედს, რომ სწორედ მათ მიერ დანახული სიმართლე არის სწორი.

ყველა ეპოქაში იყო ეს წნეხი, მოსამართლეზე და სიმართლის მთქმელ ადამიანზე. იქნებიან არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ძლიერნი ამა ქყვენისა, რომლებიც სხვანაირად შეეცდებიან გავლენა მოახდინონ.

იქნება საზოგადოებრივი აზრიც, რომელიც შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ მომართონ. იქნება მცდელობა თქვენზე გავლენისა, არამარტო პოლიტიკურად, არამარტო რაღაცა სხვა მექანიზმებით, არამედ ბევრი იმ სისუსტით, რაც ადამიანს გააჩნია.

მე არ გამოვყოფ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ ეპოქას. ყველა ეპოქაში, ის ადამიანები, ვინც უძლებდნენ ძალადობის, შანტაჟის, მოსყიდვის, დაშინების, ხშირად საზოგადოებრივი აზრის მათ წინააღმდეგ მომართულ წნეხს და ემსახურებდონენ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და მხოლოდ და მხოლოდ სამართალს, ეს ადამიანები იყვნენ გამორჩეულნი და  ერთეულები.

სწორედ ამიტომაც, მრვალმილიონიან ქვეყანაში ერი გამოყოფს სულ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც აძლევს უფლებას და ძალაუფლებას შეცვალოს კანონები, წაიკითხოს კონსტიტუცია, დაუბრუნოს საკითხი იმ მთავარ მიზანს, რასაც სამართლის სამსახური ეწოდება.

თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას დაიცვათ ადამიანის უფლებები,  დემოკრატია და თქვენი ხედვით განავითაროთ ქვეყანა.

მე ვიზიარებ იმ სირთულეს, რაც თქვენ მომავალში გელით. მე მინდა, თანადგომა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ ტვირთს ღირსებით ატარებდა.

ამ ძალიან რთულ გზაზე იცოდეთ, როგორც პოლიტიკოსი, როგორც პრეზიდენტი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვდგავარ თქვენს გვერდით, თქვენს მხარდამჭერად, იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც სახავს, ადგენს საქართველოს კონსიტიტუცია და რომლის წინაშეც თქვენც დაიფიცეთ და რომლის წინაშე დავიფიცე მე, როდესაც დავიწყე ჩემი სამსახური როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ამ უმნიშვნელოვანესი ინსიტიტუტის მიმართ, გამოვხატავ ჩემს თანადგომას იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის თავზე ამხელა ტვირთი და ვალდებულება აიღო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics