02:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 17:17:56, 696 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრების წარდგენის წესებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრების წარდგენასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიმართავს, რომლებიც 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდებიან:

"საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე არ ხდება საჩივრის ჩაბარება ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს,  დარჩება განუხილველი. 

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, ასევე უფლება აქვთ გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების  დროს დაფიქსირებული დარღვევები და მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში  მიღებულ განცხადება/საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც თავის მხრივ რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს.

უფლებამოსილ პირებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ   ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები,  საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კენჭისყრის დღის პროცედურებთან და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში",-ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics