|
2016-10-02 17:07:32, 859 ნახვა
საზოგადოება
პედაგოგი: მთავრობა მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს, ჩემთვის ესაა მთავარი
"მთავრობა მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს, ჩემთვის ეს არის მთავარი",-ამის შესახებ 126-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მაკა მახარაძემ პრემიერის, განათლების მინისტრისა და პედაგოგების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილია: "მეც კომაროველი ვარ, როგორც ჩვენი პრემიერი. როცა შეხვედრაზე მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ უნდა გადამეხადა მადლობა იმ სიახლეებისთვის, რაც სქემასთან დაკავშირებით იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ მე სერთიფიცირებული მასწავლებელი ვარ, მაინც ვიტყვი, საგამოცდო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მუდმივად იწყებოდა ლანძღვა-ოროსანი მასწავლებლები, ჩაჭრილი მასწავლებლები და ა.შ. ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, საგაკვეთილო პროცესის ჩატარება მასწავლებლისთვის რამდენად რთულია. შეურაცხყოფილი მასწავლებელი ვერც ნორმალურ გაკვეთილს ჩაატარებს, ვერც შედეგზე გავა. აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯები, რაც იდგმება სქემის გასაუმჯობესებლად, მასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებლად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის გადავუხადე მადლობა ბატონ პრემიერსაც და მინისტრსაც. მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს მთავრობა, ჩემთვის ეს არის მთავარი",-აღნიშნა მაკა მახარაძემ. კიდევ ერთი პედაგოგის, თბილისის, 171-ე საჯარო სკოლის მასწავლებელის, მზია კვინტრაძის თქმით, ძალიან მადლობელია, რომ მთავრობა მასწავლებლისთვის დაკარგული ღირსების აღდგენაზე მუშაობს: "ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დიდი პატივია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და განათლების მინიტსრი უშუალოდ გილოცავენ პროფესიულ დღესასწაულს, რასაც მასწავლებლის დღე ჰქვია. ეს იყო უშუალო შეხვედრა, გულწრფელი,მართალი საუბარი ქვეყნის პირველ პირებსა და მასწავლებლებს შორის. პირადად, როცა მოვდიოდი მათთან შესახვედრად, ნამდვილად მქონდა დიდი თხოვნა, რომ დაეხმარონ პედაგოგებს დაკარგული ღირსების აღდგენაში და ჩემდა გასაოცრად, ვიდრე მე შეკითხვას დავსვამდი, მათ სწორედ ამით დაიწყეს საუბარი, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ",-განაცხადა მზია კვინტრაძემ. დღევანდელი შეხვედრა პედაგოგების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული წინასწარ მიულოცა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი დაესწრო.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)