|
2016-10-02 14:45:34, 731 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პედაგოგებს: განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, თქვენი ჩართულობის გარეშე ნაბიჯი არ გადაიდგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პედაგოგებს ხვდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მასწავლებლების ჩართულობის გარეშე განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება. მისივე თქმით, მთავრობის მიზანია მასწავლებლის პროფესია ყველაზე საამაყო და ყველაზე პრესტიჟული გახდეს. „ჩვენ განათლების ხარისხი უნდა ავწიოთ. მივეხმაროთ პედაგოგებს გადამზადებაში. ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები პედაგოგების რაღაც სადამჯელო მექანიზმი. პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარ მთელი პროცედურა გავლილი, რომ მას შემდეგ ეხალისებოდეს დადასტურება თავისი ამაღლებული კვალიფიკაციის და არა ისე, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ. მასწავლების პროფესია ყველაზე საამაყო და ყველაზე პრესტიჟული უნდა გავხადოთ“,-აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის განმარტებით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრიორიტეტად დარჩება. „1600 საჯარო სკოლა აღვადგინეთ, 10 ახალი საჯარო სკოლა დასრულების ეტაპზეა, 10 უკვე გაიხსნა. მომდევნო 4 წლის მანძილზე 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგემება. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და გითხართ, რომ განათლების, პოლიტიკისა და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, თქვენი ჩართულობის გარეშე ნაბიჯი არ გადაიდგმება“,-განაცხადა. ამ წუთებში პრემიერისა და განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)