00:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 12:45:53, 679 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილმა სატალევიზიო გადაცემაში წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა

ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში, გადაცემა „კვირის თემაში“, წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

 მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა მაჟორიტარის მხრიდან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ითხოვს.

„კამპანიის განმავლობაში ლაგოდეხისა და ყვარელის მასშტაბით 120-ზე მეტი შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარის ყურადღება და მათთან ხშირი კომუნიკაციაა. თავის მხირვ, კომუნიკაცია და მათ მიერ დაყენებული პრობლემები, ამ პრობლემების გადაწყვეტის რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს. შიდა ქართლში, გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის დროს, ხშირად მიწევდა ლაგოდეხის და ყვარელის მოსახლეობის მსგავსი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა და ამჯერად უკვე ჩემს მშობლიურ მხარეს გავუწევ მოქალაქეებს დახმარებას“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა. გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილმა ლაგოდეხის და ყვარელის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკითხზეც ისაუბრა. „ჩვენ ტურიზმის მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. რა თქმა უნდა, ტურიზმი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება, ამიტომ ამ მიმართულების გაძლიერებისთვის გაგრძელდება ინფრასტრუქტურ პროექტებზე მუშაობა“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის საკითხს. მისი თქმით, მოსავლის ექსპორტთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„მთავრობამ გადადგა ნაბიჯი ახალი ბაზრების ასათვისებლად. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მეწარმეებს, რომლებიც ფერმერებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენენ, შემდგომ ამ პროდუქციის ექსპორტის მიზნით. ვიცით, რომ ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობასთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იანვრის თვიდან შეგვეძლება ჩინეთში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში სარეალიზაციოდ შევიდეს ქართული პროდუქცია, რაც მეწარმეებიგან ფერმერთა პროდუქციის შეძენის და მისი რეალიზაციის წინაპირობად იქნება“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics