15:13 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 12:20:25, 750 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-5 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეძღვნება  (Policy Dialogue: What next for the eastern Partnership?), ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კენტის უნივერსიტეტისა და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის თემაზე ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში (Brussels Conference on Afghanistan, Partnership for Prosperity and Peace) რომელსაც ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics