|
2016-10-02 11:04:49, 832 ნახვა
პოლიტიკა
ელგუჯა გოცირიზე: სწორედ ამ ადამიანების ჩართულობით უნდა შევცვალოთ ის, რაც დღეს არ მოგვწონს"
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდესა და ჩიხორში მოსახლეობას შეხვდა. სამთავრობო კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებით დაინტერესდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოგვიანებით მხარდამჭერთა დარბაზის წევრებს შეხვდა. შეკრებილებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებები გაცვალეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. დღის ბოლოს ელგუჯა გოცირიძემ შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთანაც გამართა. მრავალრიცხოვან შეხვედრაზე, ამომჩევლებმა ,,ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ,,ნებისმიერი შეხვედრა მოსახლეობასთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთო ჯამში ძალიან ღია და გულთბილია ეს შეხვედრები, მაგრამ არც მწვავე თემებზე და პრობლემებზე საუბარს გავურბივართ, რადგან სწორედ ამ ადამიანების ჩართულობით, მათი მონაწილეობით უნდა შევცვალოთ ის რაც დღეს არ მოგვწონს, მათი მხარდაჭერით უნდა შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე." განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ. (NS)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)