|
2016-10-02 10:37:41, 729 ნახვა
პოლიტიკა
„ ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით წყალტუბოში ღონისძიება „ოცნების ხეივანი“ გაიმართა
"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ ღონისძიებებში, დაეტოვებინათ ფერადი ანაბეჭდები, ენახათ პანტონიმის თეატრისა და ბერიკების შოუ. ოცნების ხეივანს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა. კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების დღე გაახსენა. მისივე თქმით 8 ოქტომბერს პარტია კვლავ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს. "ოცნების ხეივანში იყო ბევრი ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა, რაც მე ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე მოსვლით წყალტუბოს ახალგაზრდობამ კვლავ გამომიცხადა მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც აუცილებლად იქნება გამართლებული ქართული ოცნების მხრიდან. აქვე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - 4 წლის წინ, 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება. ჩვენ 8 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა ცოტნე ზურაბიანი. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ, რომლებიც წყალტუბოს სხვადასხვა თემიდან იყვნენ ჩამოსულები. ღონისძიებამ „ოცნების ხეივანი“ შუა ღამემდე გასტანა და ფოიერვერკის ფონზე დჯ-ის მუსიკალური ნომრით დასრულდა. (NS)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)