|
2016-10-01 22:29:41, 818 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა დიდუბის მე-16 საარჩევნო ოქლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია წარადგინა
გიორგი კვირიკაშვილი - „ილია არის საქართველოში ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი, დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება კერძო სექტორში, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად უკვე გააჩნია, მას ძალიან გამოადგება საქართველოს პარლამენტში“ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 საარჩევნო ოქლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია ამომრჩეველს დღეს პრემიერ მინისტრმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ წარუდგინეს. ,,სულ რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი საერთო არჩევანის გაკეთებამდე! ჩვენს გამარჯვებამდე. წინასაარჩევნო პერიოდში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, ფაქტიურად თითოეულ თქვენგანს შევხვდი, კარგად გავიგე რა გიჭირთ და რა გილხინთ, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე წავსულიყავი პოლიტიკაში და ვყოფილიყავი თქვენი ინტერესების დამცველი პარლამენტში, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში და იცით რა არის მთავარი, მე ვიგრძენი თქვენი უზარმაზარი ნდობა, უზარმაზარი სიყვარული და ჩვენ გავხდით ძალიან ახლობლები, ჩვენ გავხდით ერთი ოჯახი. ჩვენ არ ვეძებთ მიზანს, ჩვენს ეს მიზანი თავად მოვიპოვეთ 4 წლის წინ და ნაბიჯ- ნაბიჯ, მტკიცეთ მივდივართ მისკენ, დოვლათიანი და აშენებული საქართველოსკენ და ამ სვლაში ყველა ერთად ვართ, ერთად ვშრომობთ, ერთად გვიხარია და ერთად ვზეიმობთ დიდ თუ პატარა გამარჯვებებს. 8 ოქტომბრიდან ჩვენი აღმშენებლობის მეორე ეტაპი იწყება! მინდა გისურვოთ კეთილდღეობა, გამარჯვება და მშვიდობა თქვენს ოჯახებს . 8 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენს უკეტესს მომავალს!“ - განაცხადა ილია წულაიამ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)