00:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 22:07:17, 786 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი GFK-ს კვლევაზე: ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანია

"ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანი კვლევაა", - ასე შეაფასა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა.

ნათელაშვილმა სხვა ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული კვლევები მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ლეიბორისტული" პარტიის რეალური რეიტინგი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას კვლევები აჩვენებს:

„ეს მაჩვენებელი - 5,9% შეგიძლიათ, გადაამრავლოთ 5-6-ზე, მაგდენია ჩვენი რეიტინგი. თუმცა, არ ვაპირებ ამაზე დავას. ეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანია, ვიდრე ის, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და გამოაცხადა იმედსა და მაესტროზე, აბდაუბდა და პრაქტიკულად სამოქალაქო ომის რეიტინგები გამოაცხადეს და მერე კიდე ვიღაცებზე ამბობენ, რომ იქ კარავს დადგამსო, რევოლუციასა და გადატრიალებას მოაწყობსო. აი, ეს სისულელე, რაც მაგათ გამოაქვეყნეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ორგანიზაციათა ეგიდით და ეს ორგანიზაცია იყო სწორედ ის სტრუქტურა, რომელმაც ყირიმის რუსეთთან შეერთების ეგზიტპოლები გააკეთა და კანონიერად სცნო ეს. ვისთან აქვს ივანიშვილს საქმე, ვის ჭკუაზე დადის და რა სიურპრიზს უმზადებს ქვეყანას. ეს არის სამოქალაქო კონფრონტაციის გაჩაღების რეიტინგი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა "ქართულ ოცნებას" ჩემოდნების ჩალაგებისკენ მოუწოდა.

„ჩემი მეგობრული რჩევა ოცნებისადმი, დაიწყეთ ჩემოდნების ჩალაგება და 8-ში დაგვემშვიდობეთ მეგობრებო, ეს იქნება თქვენი უკანასკნელი მისია ქართველი ერის წინაშე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics