04:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 16:22:25, 1583 ნახვა

სამართალი
ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

დვალიშვილი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა.

არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს ლაგოდეხის მუნიცილაპიტეტში ლაშა დვალიშვილს (პაატა ბურჭულაძის პარტიიდან) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდნენ ჩვენთვის დაუდგენელი პირები და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადეს. ამ წუთებში მდგომარეობა დასტაბილურდა და ეთერი გრძელდება“, - აცხადებენ რადიო „ჰერეთში“.

ჰერეთის ეთერში ლაგოდეხი-ყვარლის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დებატები მიმდინარეობს სადაც 12 კანდიდატიდა 7 იღებს მონაწილეობას: ვახტანგ მჭედლიძე - "თავისუფალი დემოკრატები", ლაშა დვალიშილი - "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის", ალექსანდრე ვარდოსანიძე- დამოუკიდებელი კანდიდატი, გურამ მაჭარაშვილი - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო", გურამ კაკალაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". თენგიზ თუთისანი - დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩილ როსეფაშვილი - "საარჩევნო ბლოკი ირმა ინაშვილი დავით თარხან მოურავი" და ისაკო ცქიფურიშვილი - "ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძაობა".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics