|
2016-10-01 13:01:29, 724 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს, სოფლების ყიტაანისა და ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა, მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და კითხვებს უპასუხა. გურჯაანის აგრარულ ბაზარში საუბრის ძირითადი თემა ბაზრის რეკონსტრუქცია იყო. მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ტერიტორიას განახლება სჭირდება. ყიტაანში, ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელში, დავით სონღულაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა - სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. „როგორც დეპუტატი, აქტიურად დავიცავ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს. საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. ვეჯინში ამომრჩევლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ეხებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებას,წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის კულტურის სახლში გამართულ ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტსაც დაესწრო, რომელიც ცნობილი ლოტბარის, გურჯაანის მკვიდრის, როსტომ საგინაშვილის პატივსაცემად გაიმართა.
(NS)
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)