|
2016-09-30 17:54:32, 862 ნახვა
პოლიტიკა
რომის პაპი: საქართველო ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად წარმოგვიდგება
„თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა. რომის პაპმა ყოვლისმპყრობელ ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ შესაძლებლობა მისცა წვეოდა საქართველოს. „მადლობას ვუძღვნი ყოვლისმპყრობელ ღმერთს, რომ შესაძლებლობა მომცა ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და სასიცოცხლო ურთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც, მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული, ქრისტიანობაში ჰპოვა თავისი სიღრმისეული მეობა და საკუთარ ფასეულობათა მყარი საფუძველი. როგორც წმინდა იოანე პავლე მეორემ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას განაცხადა: „ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა“ და ამ მარცვალს კვლავაც მოაქვს თავისი ნაყოფი. მადლიერებით ვიგონებ რა ჩვენს შარშანდელ შეხვედრას ვატიკანში და იმ კეთილ ურთიერთობებს, რომლებსაც საქართველო მუდამ ინარჩუნებდა წმინდა საყდართან, გულითად მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო, სასურველი მოწვევისთვის, იმ თბილი მისასალმებელი სიტყვისთვის, რომლითაც მომმართეთ სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მთელი ქართველი ერის სახელით“,-განაცხადა რომის პაპმა. პაპის განცხადებით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა, ენა და ტრადიციები გამორჩეულ ადგილს მიუჩენს მას ევროპული ცივილიზაციის წიაღში. „თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში. ამავე დროს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობებს უადვილებს ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა განსახვავებულ სამყაროთა შორის როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა. „ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა“. სამშობლო მართლაც ხატია, მეობას, რომ გვიყალიბებს, იერსახეს გვანიჭებს და ისტორიას გვისახავს. თავისუფალი, თუმცა არცთუ გადაულახავ კედლებად ცადაზიდული მთები კი ბრჭყალებით აღავსებენ ხეობებსა და მინდორ-ველებს, ერთმანეთთან აკავშირებს მათ და ამავე დროს, თავისებურად, ერთურთისგან განსხვავებულად წარმოგვიჩენენ თითოეულ მათგანს. ყველანი ერთად კი ერთ საერთო ცას უწყობენ ხმას, ზემოდან რომ დაჰყურებს და იფარავს მათ“,-აღნიშნა პაპმა.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)