|
2016-09-30 17:23:35, 1432 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს მეექვსე შეხვედრა
პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით გრძელდება საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ორგანიზებული „ბიზნეს კაფეს“ შეხვედრები. 29 სექტემბერს გაიმართა რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელსაც, ტრადიციულად, ესწრებოდნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერები. სპეციალურად მოწვეულმა მოდერატორმა, ლადო გურგენიძემ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეა, დამსწრეებს წარუდგინა თემა “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”. ბიზნეს კაფეს შეხვედრები 2015 წლის ოქტომბრიდან იმართება და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, ვინაიდან ასეთი ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და საშუალებას აძლევს დამსწრეებს უნიკალურ, ინტერაქტიულ ფორმატშიმოუსმინონ ინდუსტრიის ლიდერებს, განიხილონ ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესები და სიახლეები. ბიზნეს კაფეს შეხვედრებზე მოწვეულ სპიკერებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: გიორგი ქადაგიძე (საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) თემით „ინოვაციების მართვა“, დავით გოგიჩაიშვილი ( “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი) - „ადამიანური რესურსების მართვა“, ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი) - „ორგანიზაციული კულტურა“, ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ და პაპუნა ტოლიაშვილი (სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“. 2016 წლის ბოლომდე ინსორსი და პაშა ბანკი ბიზნეს კაფეს კიდევ ორ შეხვედრას უმასპინძლებენ. „ბიზნეს კაფე ქვეყნის წამყვანი კომპანიების მენეჯერებისთვის შეხვედრისა და კომუნიკაციის უკვე საკმაოდ პოპულარულ სივრცეს წარმოადგენს. შეხვედრების ყოველი მოდერატორი გამოირჩევა თავისი მდიდარი პროფესიული გამოცდილებით და მიღწევებით, შესაბამისად თითოეული მათგანი ძალიან სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს მონაწილეებს. სწორედ მონაწილეთა კმაყოფილება და ინტერესი განაპირობებს პროექტის წარმატებას. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ინსორსი“ პაშა ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს აღნიშნული პროექტს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებსაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიზნეს-სექტორის განვითარებაში“, - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
(R)
გერმანიამ უკრაინული რაკეტების შესყიდვის განხილვა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)