11:35 - 23 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:20:17, 1474 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა კასპში ახალი საწარმო „ჯეოფერტში“ დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს,  საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად, კასპში მდებარე მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა.

 „ჯეოფერტი“  ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და  ცოტა ხანში სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. 

 „ჯეოფერტის“ საწარმო 12 000 კვ.მ. ტერიტორიაზე  8 თვეში აშენდა. კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით,  ყველა ძირითადი მანქანა-დანადგარი და საწარმოო ხაზი საქართველოში დამზადდა. მათივე ინფორმაციით, კასპის რაიონში ქარხნის მშენებლობა განპირობებულია ახლოს მდებარე უნიკალური, ბუნებრივი მინერალის, თეძამის ცეოლითის საბადოს არსებობით, რომელიც ბაქტერიული სასუქის ერთ-ერთ ინგრიდიენტს წარმოადგენს. თეძამის  ბუნებრივი, მინერალი ცეოლითი თავისი ხარისხობრივი და დადებითი მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. 

საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. წარმოებაში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიური პროცესები სრულიად ავტომატიზირებულია, ნედლეულის მიწოდება-გადამუშავებიდან  საბოლოო პროდუქციის მიღებამდე. 

საწარმოს შექმნისთვის გრძელვადიანი სესხი 5 600 000 აშშ დოლარის ოდენობით „ქართუ ბანკმა“ გასცა.  „ჯეოფერტის“ პროდუქცია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინული რაკეტების შესყიდვის განხილვა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics