|
2016-09-30 16:45:51, 746 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: წარსულს არ მივტირი, მაგრამ ის დრო მენატრება, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში
„მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი წარადგინა. პრემიერის თქმით, მთავრობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ხალხთან, როგორც დღეს არის. "დღეს ჩვენ თქვენთან არაფერი გვაშორებს, არ არის ნაპრალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ არ გვიცავს ათეულები, ოცეულები და ასეულები, როცა თქვენთან მოვდივართ და ჩვენ ეს გვეამაყება, რადგან არაფერი გვჭირს ჩვენი ხალხისგან დასაცავი. დღეს ჩვენ ჩვენი საზოგადოება უკეთესი მომავლის ხედვით უნდა გავაერთიანოთ, აღარ შეიძლება ამდენი სიძულვილის, ამდენი ბოღმის ნთხევა. ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს, იმიტომ რომ მოდის ნიაღვარი, რომელმაც წალეკა ჩვენი საზოგადოება და გადაჯიშების პირას მიგვიყვანა. ამას ჩვენ ვეღარ მოვითმენთ. მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული. მე ეს უბრალოდ არ მენატრება, ზუსტად ვიცი, რომ ეს დრო დადგება საქართველოში და თქვენთან ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ უარი ვთქვით თბილისში მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარებაზე, რადგან ათასნაირი ხმა ისმის პროვოკაციებზე და ა.შ. ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ. თქვენ ხედავთ, რამდენად განსხვავებულია დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი ნებისმიერი წინა არჩევნებისგან და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ ამ დამსახურებას გავუფრთხილდებით და ციმციმ მივიტანთ 8 ოქტომბრამდე, როდესაც დილით, ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და ხმა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას თითოეული თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა შალვა კიკნაველიძესთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, ვინაიდან, საარჩევნო ოლქების ცვლილების გამო, ზესტაფონის რაიონის გარკვეული სოფლები ხარაგაულის და ბაღდათის საარჩევნო ოლქებს უჭერენ მხარს. კვირიკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს. "სიყვარულით, სიმტკიცით, გადამჭრელი ხმა მივცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს, კიდევ ერთხელ უარი ვუთხრათ იმას, რაც ყველამ ერთად გავიარეთ; კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, სადაც ადამიანი არის უზენაესი კატეგორია და არც ერთი ადამიანის დაჩაგვრად არ ღირს არც ერთი ესტაკადა, არც ერთი ხიდი არც ერთი გვირაბი, არც ერთი დაჩაგრული ადამიანის ცრემლად არ ღირს არც ერთი დამატებით მოტანილი ინვესტიცია, სწორედ ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი. ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვივლით წინ, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით, კიდევ უფრო მეტად გავაჩირაღდნებთ, ავაგუგუნებთ, გავაფერადებთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე, რომ არც ერთ ბავშვს ცრემლი არ ჩამოუვარდება. ვიაროთ მხოლოდ წინ, სიყვარულით, სიმტკიცით. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით, სითბოთი გაჩირაღდნებულ, გაფერადებულ აგუგუნებულ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, პრემიერმა გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, გაგრძელდება. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოთხ წელიწადში დასრულდება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა პროექტი, რომელიც ზესტაფონს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას დაუბრუნებს. (NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)