|
2016-09-30 16:37:39, 1600 ნახვა
სამართალი
შსს-მ დადიანის ქუჩაზე ბანკის ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი.ნ., 1971 წელს დაბადებული კ.გ, 1988 წელს დაბადებული ი.ტ. და 1984 წელს დაბადებული მ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა წინასწარ შეიმუშავეს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების გეგმა. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ი.ნ.-მ, ამავე ბანკის ინკასაციის თანამშრომელის, კ.გ-ს დახმარებით, პისტოლეტის ფორმის სანთებელას მუქარით, ბანკის მორიგე მოლარე-ოპერატორს დიდი ოდენობით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ყაჩაღობის ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდნენ ი.ტ. და მ.გ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დაააკავეს. მათივე ცნობით, პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხის დიდი ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი- პისტოლეტ-სანთებელა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)