|
2016-09-30 15:23:35, 665 ნახვა
რეგიონი
განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა
რამდენიმე დღეა აჭარის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეწყერული მოვლენები განვითარდა. განსაკუთრებით სტიქია შეეხო ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობას. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით ექვს სოფელში განვითარდა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნია. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. გაწმენდითი სამუშაოები გამთენიისას დაიწყო. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამჟამად ტექნიკის საშუალწებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები. ასევე სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზა. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვითარებას. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები. მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს შუახევშიც. მთებში ჩამოთოვა. ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად მეწყერული პროცესები განვითრდა შვიდ ობიექტზე. სოფელ ტაკიძეების ორ უბანში. რამდენიმე ლოკაციაზე დააზიანდა საავტომობილო გზები. მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ჭვანაში, ჭვანა-წყალსაყრის გზის დასაწყისში, სოფლების:ნიგაზეულის,ნენიის, წაბლანას გზებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის ელექტროენერგია ყველა სოფელს და დასახლებულ უბანს მიეწოდება. აჭარის ტერიტორიაზე ბოლო მონაცემებით რთული ვითარებაა და რაოდენობრივად ყველაზე მეტ ლოკაციაზე განვითარდა მეწყერი ქედის მუნიციპალიტეტში. ამ დროისათვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ქედის სხვადასხვა თემში 7 მიმართულებით. გამოდარებისთანავე დაიწყება მუშაობა ხარაულაში, ასევე ჯალაბაშვილებსა და ჯაიმელაში, სადაც 6 -6 ოჯახია უგზოდ დარჩენილი. ზედა მახუნცეთში, ბელტაური-დავითაძეების მიმართულებით და სოფელ გულებში ორ მოსახლესთან მიმავალი გზის გაწმენდა. ელექტროენერგია და სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. ამ დროის მონაცემებით ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. განვითარებულ მეწყერულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის, გერემოს დაცვის სამმართველოს და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. აჭარის მთავრობის აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი: 27 20 01
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)