|
2016-09-29 17:40:20, 718 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. “საგურამოში, ნიჩბისსა და სხვა სოფლებში ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მალე დასრულდება. რაც მთავარია, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი. კერძო ბიზნესის დახმარებით მალე შეიქმნება კიდევ ათასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.“, - განაცხადა ხუდნაძემ . მისივე თქმით, ბოლო ორის წლის განმავლობაში მცხეთის სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა. „ზემო ნიჩბისში, სადაც არასოდეს არაფერი გაკეთებულა, დღეს თითქმის ყველაფერი გაკეთდა: წყალი, გაზი, განათება და სხვა. მალე დაიგება გზაც და მთის სოფელში საცხოვრებლად სრული კომფორტი იქნება. ხალხი ამას ხედავს და აფასებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. (NS)
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)