|
2016-09-29 17:28:21, 1693 ნახვა
ეკონომიკა
ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმო გაიხსნება
შპს „პოლიმერი 1“ ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმოს ააშენებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო პლასტმასისა და პლასტმასის ნაწარმის სხვადასხვა სახეობის პროდუქციას გამოუშვებს, მათ შორის, პოლიეთილენის გოფრირებული და არა გოფრირებული მილებს. მათივე ცნობით, კომპანია წელიწადში სულ მცირე 500 000 გ/მ პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების მიზნით კომპანია 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პოლიმერი 1“–ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალას 2990.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 204 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 444 400 000 მილიონ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 000-ზე მეტი ადამიანი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)