13:20 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 12:43:34, 1291 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: თუ აკა მინაშვილი, როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, ხიფათი შეიძლება გაიზარდოს

„ერთი ინფორმაცია შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს და შემაშფოთებული, თუ ეს გამართლდა, შეიძლება, გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმას სათავეში აკაკი მინაშვილი ჩაუდგება. 

"ერთი ინფორმაცია შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს და შემაშფოთებული, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, რომ თუ მართლაც გამართლდა ეს ინფორმაცია და სიმართლესთან ახლოს იქნება, შეიძლება ჩვენ მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. თუ ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ აკა მინაშვილს ბარდება კოორდინაცია, თუ აკა მინაშვილი როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, მე მგონი ხიფათი მართლაც შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ექსპრემიერმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობის დონეზეა და ამის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება.

"რა თქმა უნდა, ეს ხუმრობის დონეზეა, მხოლოდ უნდა ვიხუმროთ ამაზე და მეტი არაფერი, ისეთი აბსურდული ინფორმაციები მოდის ჩემამდე", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics