10:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 11:20:25, 623 ნახვა

რეგიონი
ბაკურიანში ჰოკეის დარბაზის მშენებლობა იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტებისა და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცნობილ ფრანგულ კომპანიასთან ერთად ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის დაპროექტებას იწყებენ:

 „დაპროექტებაზე გამოიყოფა 786 500 ლარი, ეს იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შევისწავლეთ მოთხოვნა, და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთავს კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურა, და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე ბიატლონის მიმართულებით სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა, გარდა ამისა, იქ იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება,  რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს, და ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაკურიანში ჰოკეის დარბაზის მშენებლობა იგეგმება:

„რა თქმა უნდ ჩვენ ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ბაკურიანში იკვრება სრული წრედი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალში უკვე დაახლოებით ალბათ 10 წლიან პერსპექტივაში, მართლა ოლიმპიადის ჩატარებაზე საქართველოში, და ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი.

თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა. მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი განხორციელდება, იმის გათვალისწინებით, რომ იქ სრულიად ახალი ტრასების მშენებლობა მიმდინარეობს, იქ იგეგმება ასევე ჰოკეის დარბაზის მშენებლობა, რომლის პროექტირება დაწყებულია და მთელი რიგი საცხოვრებელი გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბაკურიანი ნამდვილად შეიძლება გახდეს უმნოშვნელოვანესი საერთშორისო მნიშვნელობის კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის მთელი კომპლექსი მაქვს მხედველობაში”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics