|
2016-09-29 11:11:18, 657 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური ბოშურისა და ლევიტანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური დიდი და პატარა გორიჯვარის, ბოშურისა და ლევიტანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ სახემწიფო პროგრამაზე ისაუბრა. თემურ ხუბულური სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და ადგილობრივებთან მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგი,რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების“ აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს”,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას. „ შემუშავდა და ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი.კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,- აღნიშნა თემურ ხუბულურმა. (NS)
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)