19:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 15:03:50, 720 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“: სუს-ი ქვეყნის მტრებს ჯეროვნად ვერ პასუხობს

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ლალი მოროშკინამ, მერაბ ჭიქაშვილმა,  ნონა ფილაურმა, თამარ ბარაბაძემ, ვაჟა მახარაშვილმა და ბესო ტაბატაძემ    ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით   საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

პარტიის წევრები   საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ,  რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ქვეყანა არევისგან გადაარჩინოს.

ისინი აუდიოჩანაწერების ავთენტურობაში დარწმუნებული არიან.

ამასთან, როგორც დღევანდელ ბრიფინგზე  „პატრიოტთა ალიანსის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს.

„ძალიან სამწუხაროა  ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურები ანერვიულდნენ მას მერე, რაც ნახეს  ფაქტები, რომლის ავთენტურობაში ჩვენ ეჭვი რა თქმა უნდა არ გვეპარება.“ნაციონალური მოძრაობა“  ყველაფერზე მიდის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს.  ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამაზე განცხადება, როგორც  „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერებს, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს. სამწუხაროდ, მაშინ ამას არ მიექცა ყურადღება.  საგანგებო განცხადებით გვნინდა  მივმართო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  და ვთხოვოთ დაითხოვოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ენის მოჩლექით ესაუბრება ქვეყნის მტრებს. ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არის სახელმწიფოს სირცხვილი,  როდესაც  სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ჯეროვნად ვერ პასუხობენ ქვეყნის მოღალატეებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე ავთენტურობა იქნება დადგენილი. ზუსტად ამიტომ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაარჩინოს ქვეყანა არევისგან და გვერდში დაუდგეს ხალხს. ის უნდა იყოს ქვეყანაში   უსაფრთხოების  გარანტი.  შესაბამისად, მივმართავთ მას და  ხვალ ალბათ პირადად ვესტუმრებით. ჩვენი პარტია ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო იყო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.  არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში 8 ოქტომბრის  შემდეგ, 9 ოქტომბერი უნდა გათენდეს“,-განაცხადა  ლალი მოროშკინამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics