|
2016-09-28 12:33:07, 711 ნახვა
პოლიტიკა
ჰეიდი ჰაუტალა: საქართველოში რეფორმების განხორციელების პოლიტიკური სურვილი აღფრთოვანებას იწვევს და სამაგალითოა
ევროაპრლამენტის დეპუტატებმა, ევროკომისიის, ნატო-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში დიალოგის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Commonspace.eu ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას ფინელმა დეპუტატმა, ევროპარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარემ ჰეიდი ჰაუტალამ საქართველოს გადაწყვეტილება, შეასრულოს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთაბხმება ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. “საქართველოში რეფორმების განხორციელების პოლიტიკური სურვილი აღფრთოვანებას იწვევს და სამაგალითოა”, - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ. დეპუტატმა მაღალი შეფასება მისცა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციების საქმიანობას და მათი მაკონტროლებელი როლის შესახებ ისაუბრა. ჰაუტალას განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ მხარდაჭერას ცდილობს. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაციის პროცესი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის მძევლად იქცა. ფინელმა დეპუტატმა ევროპარლამენტს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტის დაჩქარებისკენ მოუწოდა. როგორც ჰაუტალამ აღნიშნა, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკური კლიმატი იმისთვის სჭირდება, რომ მან რეფორმების ძალისხმევის შედეგების გამოყენება დაიწყოს. ევროპარლამენტში დიალოგი თემაზე “საქართველო: მიღწევების აღიარება, რეფორმების გაძლიერება და მომავალი ამოცანებისა და მისწრაფებების განხორციელება” ევროპული პოლიტიკის წენტრისა და LINKS-ის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრას ლატვიელი დეპუტატი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობდა.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)