19:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 11:19:18, 527 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად რამდენიმე შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრები სოფელ ჩუმლაყსა და გურჯაანში ადგილობრივ მედიკოსებთან შედგა.

დავით სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ძირითადი აქცენტი სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებასა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე გააკეთა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშა, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო სრულიად აფინანსებს. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხელახლა შესასწავლია, რადგან სისტემის მუშაობისას სერიოზული ხარვეზები იკვეთება.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ამბულატორიების სტატუსების განსაზღვრას, კომუნალური გადასახადების გადახდის პირობებს, უწყვეტი სამედიცინო განათლების, სოფლის ამბულატორიების ინვენტარით აღჭურვასა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.

„შეხვედრებზე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ პრობლემებზეც. ძირითადად, სოციალური დახმარების გაცემის სისტემასადა ხარვეზებზე. დავით სერგეენკოს დაპირებაა, რომ სოციალური დახმარების გაცემის სისტემა მაქსიმალურად დაიხვეწება და ცდომილებები მინიმუმამდე შემცირდება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics