18:23 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 16:17:15, 662 ნახვა

პოლიტიკა
კუკავა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ შევარდნაძისა და სააკაშვილის ნაცადი მეთოდები გამოიყენოს

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, გლდანი- მუხიანის  22-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კუკავას განცხადებით, „ქართულმა  ოცნებამ“    წინასაარჩევნოდ  შევარდნაძისა  და სააკაშვილის ნაცადი  მეთოდების გამოყენება გადაწყვიტა.  

კუკავას თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად ჩაშლილია.

 „პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია არის ჩაშლილი მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ ფულს იხდიან კოორდინატორებში.  „ქართული ოცნების“ შეხვედრებზე  არავინ არ გამოდის  და  სწორედ, ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად „ქართული ოცნების“  შტაბმა გადაწყვიტა, შევარდნაძისა და სააკაშვილის ნაცადი მეთოდების გამოყენება.  მინისტრების ჩაბმა საარჩევნო კამპანიაში, მათივე დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომლებთან. თქვენ ალბათ გახსოვთ შევარდნაძის და სააკაშვილის  დროინდელი მინისტრები, როგორ დადიოდნენ სკოლებში და მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირათ მათთვის.  შეგვიძლია წარმოგიდგინოთ, თუ როგორ დაჰყავს განათლების მინისტრს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და როგორ ახვედრებს მათ საშუალო სკოლის პედაგოგებს. ყველაფერთან ერთად ეს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების უხეშ დარღვევას. საარჩევნო კოდექსის მიხედვით იმ პირის ჩაბმას საარჩევნო კამპანიაში, რომელიც წარმოადგენს დაქვემდებარებულ პირს, ისჯება თავდაპირველად ადმინისტრაციული სასჯელით“,-განაცხადა კუკავამ.

კუკავას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს  განცხადებას შეიტანს.

„ჩვენ დღეს  განცხადება შეგვაქვს  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.  ვითხოვთ ცესკოსგან  გამოკითხული  იქნას ამ საქმეზე განათლების მინისტრი,ასევე სკოლის დირექტორი და აგრეთვე პედაგოგების ნაწილი, რომლებიც ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას“,-განაცხადა კუკავამ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics