|
2016-09-27 14:28:07, 536 ნახვა
პოლიტიკა
ODIHR: ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას. იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" წამყვანი უწყებაა, რომელიც საარჩევნო სიების დაზუსტებაზე აქტიურად მუშაობდა. ანგარიშში ნათქვამია: „ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბიომეტრიულ მონაცემებს ნერგავს სახელმწიფო რეესტრში. საარჩევნო სიებში შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით კარდაკარ შემოწმებაც განხორციელდა და სახის ამომცნობი პროგრამა გამოიყენება დუბლირებული ჩანაწერების გასასწორებლად". იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" 2 წელია, აქტიურად მუშაობს ამომრჩეველთა პოტენციური სიის დაზუსტებაზე, კერძოდ: 2012 წლიდან სააგენტო ინტენსიურადაა ჩართული მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებისათვის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მაქსიმალურად სრულყოფილად გადასცეს. ამჟამად პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3.500.000 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 458 599 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 იყო. 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 137 150 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 946 286). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2" 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა, კერძოდ: ფოტოსურათების დადარება - გადამოწმდა 2 008 432 საქმე; გაუქმდა 488 გაორებული და 137 გაყალბებული დოკუმენტი; გასწორდა 1 393 არასწორად მიბმული სურათი; გარდაცვალების ფაქტების გამოვლენა და რეგისტრაცია - შედგენილია 3 628 გარდაცვალების ოქმი და გარდაცვლილი (მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი) პირები ამორიცხულია მოქალაქეთა ბაზიდან; მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების შემცირება - აღდგენილია 1 135 ჩანაწერი, 15 ჩანაწერი გაუქმდა საქმისწარმოების დროს აღმოჩენილი გაორების გამო, საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტიდან მოძიებულია და ბაზაში ასახულია 6 566 მოქალაქის ფოტო; შეუსაბამობა სქესში და არასწორად მიბმული ფოტოების გამოვლენა - შესწავლილია 40 000 ჩანაწერი; შესწორებულია 252 პრობლემური ჩანაწერი; დოკუმენტების გაცემა საფასურის გარეშე - პროექტის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით უფასო აქციების ფარგლებში გაიცა 336 871 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ აქციებით მოქალაქეებმა მოაგვარეს საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი - 2"-ის დასრულების შემდეგ საქართველოს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო. შუალედური ანგარიში 19 სექტემბრამდე ხელისუფლების მიერ არჩევნების პროცესთან მიმართებით განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებს.
(NS)
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)