16:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:14:58, 857 ნახვა

პოლიტიკა
ბობოხიძე გავრცელებულ ჩანაწერზე: წელს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია

„ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის განმარტება მინდა გავაკეთო, წელს სატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილთან  არც მქონია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა აკაკი ბობოხიძემ  ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც, სავარაუდოდ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  რევოლუციურ სცენარს  განიხილავენ.

„ქართული ოცნების” მომხრეებისათვის მინდა გავაკეთო განმარტება, წელს არც სატელეფონო საუბარი მქონია მიხეილ სააკაშვილთან და წელს არც ამ შემადგენლობით არ ვყოფილვართ ერთდროულად გასული საქართველოდან, სუს-მა შეუძლია ამოიღოს საზღვრის კვეთის საბუთები. მსგავსი საუბარი არ ყოფილა“,-განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, ბობოხიძის განცხადებით, 8 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ივანიშვილსაც მოუწევს, რომ დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას.

ბობოხიძემ  „მხატრვრული ფილმი „ნატვრის ხე“ და „ცრუს“ იგავი გაიხსენა.

„მესამე კლასამდე ისწავლება „ცრუს” იგავი, როდესაც ცრუ იძახის მგელი მოდისო და ერთ დღეს მგელი მართლა მოვა, ასევე გავიხსენებდი ბიძინა ივანიშვილის საყვარელი მსახიობის, კახი კავსაძის იორამს „ნატვრის ხიდან“, რევოლუცია მოდის ძახილით რომ დარბის. ბიძინა ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას”,-დასძინა ბობოხიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics