10:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 17:43:07, 273 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციური ძალის ქმედებებს ფარისევლურს უწოდებს

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციური ძალის ქმედებებს ფარისევლურს უწოდებს და მათ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

„მართლა გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენს ოპოზიციურ ძალებშია ატეხილი. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით, რეალურად განიცდიან იმ ყოფას, რომელიც საქართველოშია დღეს,  წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს რეალურად განიცდიან, მინდა მივმართო, შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ პარლამენტში ცივილურ ფორმატში საკომიტეტო მოსმენა შედგა.  ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები და  ყველა კითხვას უპასუხეს.  ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.  გასული წელი პოზიტიური იყო, მაგრამ წელს,  ვინაიდან მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა, ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა და ამ პატარა ქვეყნიდან მიერთებული ვართ მსოფლიო ეკონომიკასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რასაც ისინი აკეთებენ. ჯერ სხდომა მოითხოვეს, შემდეგ ორჯერ დანიშნეს, თუ ვერ დანიშნეს ეს სხდომა,  ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა, ჩვეულებრივი ფარისევლობა, არ არიან დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ბედით. მათი  ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება. ეკონომიკას სჭირდება მშვიდი გარემო, რეალური ქმედება და არა აჟიოტაჟი,  გაუგებარი ყვირილი. მოსახლეობას ყვირილის მოსმენა არ სჭირდება, მათ სჭირდებათ გაიგონ რას აკეთებს მთავრობა. მოგიწოდებთ ყველას, არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ჩართულები ხართ ამ ქაოსში და ქმნით რეალურ ქაოსს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი რეალური მოწოდება და გთხოვთ, ვინც ხართ დაინტერესებული რეალურად გაიგოთ რას აკეთებს მთავრობა, ამ სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics