15:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 14:57:34, 680 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი ბესო კალაძის განცხადებაზე: ეს არის ხელისუფლების მიერ გამოგონილი ამბავი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ  გიგი წერეთელისთვის "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილი  ხელმძღვანელის, ბესო კალაძის დღევანდელი განცხადება არადამაჯერებელია.

როგორც მან "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლების მიერ გამოგონილია, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და არეულობას გეგმავს:

"არ მჯერა ასეთი რამის. ნამდვილად არავინ არაფერს გეგმავს. თუ ვინმე დესტაბილიზაციასა და არეულობას გეგმავს, ჩემი აზრით, ეს არის ხელისუფლების მიერ გამოგონილი ამბავი იმისათვის, რომ შემდეგ რეპრესიები მოაწყოს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ საბურავების  შეგროვების დროს იყო ბრალდება და შემდეგ სისხლის საქმეების აღძვრა. ჩვენ, მე პირადად და ყველა კანდიდატს აქვს ძალიან მშვიდობიანი კამპანია. არავის ვერჩით და ნურც ნურავინ გვერჩის. ჩავატაროთ ეს არჩევნები ნორმალურად. ამ ამბების ატეხვა საჭირო არაა. ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია და ამიტომაც აცხადებს ასეთ ამბებსდა ასეთია დემოკრატია. ახლა ამ ხელისუფლებას გადაირჩევს ხალხი და ასე უნდა იყოს მომავალში. თუ  ვერ იმუშავებს ხელისუფლება, ამ ხალხს მობეზრდება და  გადაირჩევს",-განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბესო კალაძემ, თანაგუნდელებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.

ბესო კალაძის თქმით,  ისინი ემიჯნებიან პარტიას და "თავისუფალ ზონას".

„აგვისტო-სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტის, კონკრეტული გარემოებების შესახებ, რამაც ჩემში გააჩინა კითხვები. ზოგიერთი ლიდერის მხრიდან, „თავისუფალი ზონის“ შეკრებების დროს, პირად საუბრებში ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ერთდერთი გზა იქნებოდა ქუჩა და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდა კონკრეტული იდეა, კონკრეტული დავალებები უკრაინიდან, რომ შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, სპეციალური ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია არის „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბესო კალაძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებს ნაცნობობა, სცადა თბილისიდან დაკავშირება, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოდან მასთან საუბარი ვერ შეძლო, პირადად ჩააკითხა უკრიანაში.

„რამოდენიმე დღის წინ ვიყავი უკრაინაში, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, გავაცანი მას ჩემმი შეხედულებები, შევთავაზე ჩემი რესურსის საარჩევნოდ გამოყენება და კონკრეტული ფაქტების შესახებ გვქონდა საუბარი. ამავდროულად ჩემი გულისტკივილი გამოვხატე იმ მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიაში ვრცელდებოდა. მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე კონკრეტული პასუხი ჩემს შეთავაზებაზე, რომ ჩემი და „თავისუფალი ზონის“ რესურსი მას არ სჭირდება საარჩევნოდ, ეს ხალხი მას სჭირდება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - აღნიშნა ბესო კალაძემ.

კალაძემ ასევე სააკაშვილისგან მოსმენილ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად გვითხრა, რომ დანარჩენ ინსტრუქციბს მივიღებთ შუამავლის მეშვეობით. ჩვენი მთავარი მიზანი იქნებოდა არჩევნების შემდეგ, ვითომ არჩევნების გაყალბების სახელით დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხელისულფება იძულებული უნდა გაგვეხადა, ჩვენი აქციებით, ჩვენი ქმედებებით, მომხდარიყო ჩვენი აქციების დაშლა. შემდგომ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მოუწოდებდნენ ხალხს,  გამოსულიყვნენ ქუჩაში. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო სწორედ პროვოკაციების მოწყობა და ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოყოლოდა მსხვერპლი“,- აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ის ემიჯნება პარტიას და „თავისუფალ ზონას“.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ის გეგმები, რომელიც სააკაშვილს და „ნაცმოიძრაობას“ აქვთ. მე, როგორც ქართველს, არ მსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ მსურს ქართველების დაპირისპირება, რადგან საქართველოში უამრავი პრობლემაა, ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ისედაც ხალხს უჭირს, კიდევ დამატებითი პრობლემები, კიდევ არეულობა, პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მიუღებელი. მე მინდა საჯაროდ, მოსახლეობას  ვამცნო მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და განვაცხადო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვტოვებთ პარტიის რიგებს“, -  აღნიშნა სპეციალურ ბრიფინჯგზე ბესო კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და მათთვის ერთადერთი გამოსავალი და იმედი არის ის, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics