14:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 22:16:25, 1511 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი დაბალტარიფიანი რეისები შესრულდება

ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“  7 ახალი რეისის შესრულება დაიწყო. ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა,  მილანი, სოფია  და სალონიკი - ეს ის ქალაქებია, სადაც დაბალი ტარიფით „ვიზეარი“ დამატებით რეისებს განახორციელებს. ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან,  რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს  იმოგზაუროს მთელს ევროპაში „ვიზეარის“ ყველაზე დაბალი ფასებით.

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ქუთაისის და ზოგადად, მთელი საქართველოს მაცხოვრებლებს ქუთაისიდან ევროპისკენ კიდევ შვიდი ახალი ავიამიმართულება გახსნა. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, „ვიზეარი“ თავის მომხმარებელს უკვე 11 ავიამიმართულებას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც   კიდევ უფრო აუმჯობესებს ჩვენს კავშირს ევროპასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ მიმართულებებთან ერთად  „ვიზეარი“საქართველოში ხსნის  ასევე თავის 25-ე ბაზას - ახალი, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი განთავსდება ქუთაისის აეროპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები და ტექნიკური პერსონალი,  რომლებიც თვითმფრინავის მომსახურებას ესაჭიროება, ბაზირებულნი იქნებიან ქუთაისში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ვიზეარის“ პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ავიაკომპანიის მომსახურებით. „ვიზეარის“ ოპერირების დაწყებამ არამარტო ევროპასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის გამარტივებას, არამედ ადგილობრივი ბაზრის საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას შეუწყო ხელი. 2015 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტში  125 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics