13:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 16:32:58, 965 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, დამკვირვებლები ყველა მხარეს მოუწოდებენ პროვოკაციებს თავი აარიდონ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დამკვირვებლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს.

როგორც ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, იგნასიო სანჩეს ამორმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, როგორც ძველი ასევე ახლად შექმნილი პარტიებიც.

მისივე განმარტებით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. ამორმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ასეც გაგრძელდება.

დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ. მათ, ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს.

დელეგაციაში ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრანსპარანტულ არჩევნებს ჩაატარებს.

როგორც დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი, ისინი დააკვირდებიან როგორც ცესკო-ს მუშაობას ასევე პარტიებსაც.

ცნობისთვის, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ 6 საპარლამენტო და 4 საპრეზიდენტო არჩევნებს ადევნებდა თვალყურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics