|
2016-09-24 14:09:01, 1686 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი: რომ არა რეგიონალური შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფორუმის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ რეგიონში შოკების არ არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა. ექს-პრემიერმა ეკონომიკური ფორუმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო. „შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემგან, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვიყავი. ვფიქრობ, ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო. ყველა შევთანხმდით, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. ძირითადი პრობლემა გარე შოკი დასახელდა ყველას მხრიდან. ყველა გამომსვლელმა გააკეთა აქცენტი, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, ამ ფონზე ყველაზე წარმატებით საქართველოს ეკონომიკა განვითარდა. ამ შოკებში წარმოიდგინეთ, რომ ნავთობის ფასის ვარდნა იყო ძირითადი. პირდაპირი მნიშვნელობით თუ გავიგებთ, საქართველო ნავთობის მომხმარებელი ქვეყანაა და პირიქით, ამას პოზიტივი უნდა მოეტანა, მაგრამ პროპორციები იმ შედეგიდან, რაც სიიაფით მივიღეთ, იმისგან, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან დაზარალდნენ და შოკური ეკონომიკა ჰქონდათ, არ არის შესატყვისობაში. პირობითად, თუ 200 მილიონი პლიუსი მივიღეთ იაფი ნავთობის ხარჯზე, იმიტომ, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებში ეკონომიკა შეფერხდა, იყო სტაგნაცია და ეკონომიკის კლება. ამ რეგიონულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. ძირითადად, ყველა შეთანხმდა - რომ არა რეგიონალური შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა. აღნიშნული შოკის პირობებში საქართველოს ეკონომიკა იყო საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღად გამოიყურებოდა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უკვე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)