13:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 13:43:34, 688 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს.

„მოგეხსენებათ საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადადის და ყველა პარტია განსაკუთრებულ მზადებაშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება გამარჯვებისთვის და სწორედ ამ სულისკვეთებით, 2 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ თბილისის ცენტრში, რომელიც თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებს მოიცავს, ბუნებრივია რუსთაველის გამზირის ჩათვლით.
ჩვენთვის კულუარულად ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნება იმავე ადგილას მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავს, ამ ინფორმაციის წყარო არის, პირველი ის, რომ ყველა ჩვენი რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას  ცდილობს, სადაც მათ ეუბნებიან, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება „ქართული ოცნების“ მიერ 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილია, რათა ისინი თბილისში ჩამოვიდნენ.
მეორე წყაროს მიხედვით კი თითქმის ყველა საჯარო სამსახურში ამ თარიღისთვის გაფრთხილებულები არიან.
„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ ერთი დღის ვადაში დაასახელოს თარიღი, როდის აპირებს ჩაატაროს აქცია, რადგან ჩვენ 2 ოქტომბერს ვაპირებთ აქციის ჩატარებას და შეუძლებელია ერთ ქალაქში, ერთიდაიგივე ადგილას გაიმართოს ორი პოლიტიკური პარტიის სამშვიდობო აქცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics