|
2016-09-24 11:51:13, 1648 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი: საზოგადოებას მთავრობის ეკონომიკური მიღწევების გაანალიზება უჭირს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებას მთავრობის ეკონომიკური მიღწევების გაანალიზება უჭირს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ფორუმის მოწვევის მიზეზი სწორედ ეს არის. "ფორუმის მოწვევის აზრი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკური მიღწევების ანალიზის გაკეთება. ამ ფორუმის პირველი დანიშნულება სწორედ ეს გახლდათ. მეორე მთავარი გახლავთ ის, რომ იქნებ ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის. გავაანალიზოთ და მივუთითოთ ხელისუფლებას, რა შეცდომები დაუშვა, თუ ასეთი იყო. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის ექსპერტი ცდილობს რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს. ისინი თავს არიდებენ აქ მოსვლას, რამეთუ სათქმელი არ აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატეგია სწორია", - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრება. ფორუმი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)