|
2016-09-23 23:07:46, 1526 ნახვა
ეკონომიკა
პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. China Southern Airlines-მა დღეს პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ B737-B738 და B752 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება. ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამ დრომდე China Southern Airlines ავიარეისებს თბილისი - ურუმჩი - ლანჟოუს მიმართულებით ასრულებდა. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, ჩინეთის ელჩი საქართველოში, China Southern Airlines -ის, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანებისა და ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები დაესწრნენ. ცნობისთვის, ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 35 ქვეყანაში, 193 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)