|
2016-09-23 16:24:34, 844 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: როყიო განცხადებები არის სტილი, რომელიც “რესპუბლიკურ პარტიას” ახასიათებს
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკი განცხადებით, "რესპუბლიკურ პარტიას" როყიო სტილის განცხადებები ახასიათებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "რესპუბლიკელებმა" კოალიციაში ყოფნის დროს უმრავლესობა სკანდალის წინაშე ბევრჯერ დააყენეს. „ცივილურ გაყრაზე საუბრობს, საკმაოდ ცივილურად გავეყარეთ უბრალოდ ამ გაყრის შემდეგ არ არის საჭირო ისეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. შეიძლება რაღაც დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ რაღაც შეცდომებიც უნდა ვაღიაროთ ალბათ. ამპარტავნებისგან მართლაც უნდა გავთავისფლდეთ. სწორედაც ეს სიტყვა მატყუარა, სიცრუე, ჯერ ერთადაც რომ ვიყავით და საკმაოდ სერიოზულ კანონპროექტებზე ვმუშაობდით, მაშინაც ძალიან ბევრჯერ მომიხდა ვითარების გადარჩენა, რომ ეს შეხლა-შემოხლა სიტყვიერი არ გადაზრდილიყო გარკვეულ სკანდალში. ბევრჯერ დაგვაყენეს ამის წინაშე. საერთოდ ეს როყიო განცხადებები არის სტილი, მეთოდი, რომელიც ახასიათებს “რესპუბლიკურ პარტიას”, -განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის და გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი გაასაჯაროვა, სადაც ის პარტიების ცივილური გაყრის აუცილებლობაზე საუბრობს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)