11:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:57:48, 729 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტარლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან  - მიმდინარე წლის 8 ივნისიდან - 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩვენო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობებს ასახავს.

ცესკო-ს თავმდჯომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3  510 514-ს  შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 ქალი და 1 623 384 მამაკაცი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ ამომრჩეველს არაერთი ახალი სერვისი შესთავაზა.  კერძოდ, ჟვანიას თქმით, მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. წელს პირველად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაემოწმებინათ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7 ათას სწრაფი გადახდის ტერმინალში, ასევე ანდროიდის სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის საშუალებით. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით ივნისიდან 945 761 ამომრჩეველმა ისარგებლა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიქტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი. 28 პარტიას კი უარი ეთქვა ან გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებული 57 საინიციატივო ჯგუფი.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბერს არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3,634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

სხვა სახელმწიფოებში 56 საარჩევნო უბანი შეიქმნა, ავღანეთში კი 2 - ბაგრამის და მაზარ-შარიფის საარჩევნო უბნები.

არჩევნების დაკვირვების მიზნით, ამ დროისთვის ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა74 ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

თამარ ჟვანიას თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად, დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.

ასევე ჟვანიას განცხადებით, ცესკო-მ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომხმარებელზე მორგებული და ინფორმაციული ვებგვერდი შექმნა, რომელიც სრულად ადაპტირებულია უსინათლო ამომრჩევლისათვის

„გახსოვთ, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შშმ პირებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდის, საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის მიმართულებით“, - აღნიშნა ჟვანიამ და დასძინა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics