|
2016-09-22 15:11:41, 679 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „ძვირფასო ამომრჩევლობო, მე პირადად ძალიან მოხარული ვარ თვენთან შეხვედრით. დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი დახვედრისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ჩემს გვერდით, მოსული ხართ ჩემს მოსასმენად. მე გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში. ჩემი პარლამენტარობისადმი მიდგომას თქვენ იგრძნობთ ჩემი დებუტატობის პირველივე წელს. არ ვიქნები ისეთი დებუტატი, რომელიც მხოლოდ კაბინეტში იქნება“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება, რომელიც უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)