|
2016-09-22 13:47:13, 647 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: განვიცდი, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ძალიან განიცდის, რომ „250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს“. ივანიშვილის თქმით, პარტიების არჩევა რწმენაზეა დამოკიდებული, თუმცა მას უკვირს თუ როგორ სჯერა საზოგადოებას ყოფილი მმართველი გუნდის. ექს-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ოსტატობაშიც დაადანაშაულა. „კადრები გინახავთ, ვალერი გელაშვილის სახე როგორი იყო? - ეს იყო ის ხელისუფლება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო ბილბორდს დავუბრუნდები, სადაც მელია და ხოშტარია ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. ეს არის აღმაშფოთებელი. ესენი იყვნენ ეს ხალხი და რასაც აკეთებდნენ, ნახეთ. რისთვის სცემეს? - როგორც ვიცი, ოფისი წაართვეს, შენობას არ აძლევდა ეს კაცი, უფულოდ თხოვდნენ და სიკვდილამდე მიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საოცრებებს დაანებეთ თავი. ყველაზე მეტად განვიცდი, 250 000 კაცია მათი მხარდამჭერი, ვერ იზრდება ამ დროის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დიდად ვერც შემცირდა. მე არ ვიცი, როგორ გამოვთქვა ამომრჩევლისადმი, რომელიც კიდევ ჭამს, უკაცრავად და მათ უჭერთ მხარს. როგორ ახერხებენ მათ მოტყუებას, საოცრებაა. სიცრუის ოსტატები არიან. რომელ დეკრიმინალიზაციაზე არის საუბარი, ისევ კრიმინალს მოიტანენ უკან. გელაშვილის მაგალითი არის იდეალური. ალბათ, გამოვლენ ახლა არასამთავრობოებს რომ ეძახიან საკუთარ თავს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, როგორ გაბედეს და დღეს გამოცხადეს განაჩენიო. ამ დროს ხაშურში იყრის კენჭს გელაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატია“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული - შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)