|
2016-09-22 13:37:39, 1107 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: პირდაპირი მნიშვნელობით დღეს პოლიტიკაში შარლატანები არიან
„2030 წლისთვის ჩვენი საზოგადოების ნაწილი მთელი შემადგენლობით, ახლოს იქნება ევროპასთან, თუ მოთმინებით და თანმიმდევრობით მივყვებით პროცესებს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და სწორი არჩევანი გააკეთონ. „ჩვენ ნელნელა ვიზრდებით და სწავლობთ. 2030 წლისთვის, ყველა ჩვენი საზოგადოების ნაწილი და მთელი შემადგენლობით ახლოს ვიქნებით ევროპასთან თუ რა თქმა უნდა მოთმინებით და თანმიმდევრობით მივყვებით. თუ დღესვე მოვინდომებთ რომ ყველას გვქონდეს დიდი სასახლეები, აგარაკები და მოვინდომებთ, რომ კვირიკაშვილი და მისი ხელისუფლება არ გვინდა, ამიტომ უარი ვთქვათ და მოვიყვანოთ ვიღაც შარლატანი, უკაცრავად ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ დღეს პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკაში შარლატანები არიან. ნუ დავკარგავთ ხმებს, სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ნუ ხართ სხვის იმედზე და ნუ გგონიათ, რომ ვიღაც გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ვინც უარს ამბობს არჩევნებში მოსვლაზე, მას არანაირი მორალური უფლება არ ექნება ან აკრიტიკოს ან რამე მოსთხოვის ხელისუფლებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)