07:44 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 13:31:26, 1222 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი საზოგადოებას: კეთილი ინებეთ და ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოავლინეთ

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, საკუთარი ვალდებულება შეასრულოს და არჩევნებზე მივიდეს.

ამის შესახებ ივანიშვილმა კახეთში განაცხადა, სადაც რეგიონული შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.

"თუ დღესვე და ხვალვე მოგვინდება ყველას, გვქონდეს დიდი სასახლეები და აგარაკები და სასწრაფოდ გავმდიდრდეთ, თუარადა კვირიკაშვილი და მისი ხელისუფლება არგვინდა და ამიტომ უარი ვთქვათ და მოვიყვანოთ ვიღაც შარლატანი, არიან დღეს პოლიტიკაში შარლატანები.ნუ დავკარგავთ ხმებს და ენერგიას, გავაკეთოთ კონცენტრირება, გამოცდილი ხალხი ვართ. მთავარია მოთმინება.მინდა, 2030 წლისთვის სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული ქვეყნების რიგში.

ოღონდ, ნუ ხართ სხვის იმედზე, ნუ გგონიათ, რომ ვიღაც გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. კეთილი ინებეთ და ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოავლინეთ. კეთილი ინებეთ და ამ დღეს ვინც უარს ამბობს არჩევნებზე მოსვლაზე, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ან აკრიტიკოს, ან მოთხოვოს ხელისუფლებას",-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics