|
2016-09-22 13:00:29, 1282 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: პატრიარქს მაინც დაუჯერეთ ჩემი თუ არ გჯერათ, უფსკრულის პირას ვიდექით
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „4 წლის წინ უფსკრულის პირას მყოფი ქვეყანა, დღეს რეიტინგებით ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ძალიან ხშირად, ნახევარს ვუგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის განმავლობაში აჩვენა საოცრება. უფსკრულს მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ ჩემი თუ არ გჯერათ, „სულ ცოტაც და ჩვენ გადავიჩეხებოდით, უფსკრულის პირას ვიდექით“ - პატრიარქი ამბობდა ამას. 4 წლის შემდეგ გამოვდივართ და ადამიანზეა დაფუძნებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფლებაზე. 4 წლის შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, უფსკრულის პირას მყოფი ქვეყანა დღეს რეიტინგებით ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ძალიან ხშირად ნახევარს ვუგებთ, ძალიან ბევრ საკითხში. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ძირითადი გუნდი შენარჩუნებელია დღეს“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა გიორგი კვირიკაშვილის სახით საუკეთესო ლიდერი შეარჩია. „მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს დღეს კვირიკაშვილის სახით. ეს კაცი არათუ კანონებს, არამედ მორალს ექვემდებარება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)