|
2016-09-22 11:24:06, 1487 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა, რომელშიც 250-მდე თანამშრომელი იმუშავებს. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გარდაბნის განყოფილების ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ოპერატიული რეაგირების და რკინიგზის ობიექტების დაცვის ჯგუფები განთავსდებიან. გარდაბნის რაიონში დაცვის პოლიცია 70-მდე ობიექტის დაცვას უზრუნველყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. 2016-2017 წლებში დაცვის პოლიციის ახალი შენობების აშენება იგეგმება თერჯოლაში, ჭიათურასა და თბილისში, ხოლო გურჯაანში, მესტიასა და ხაშურში ძველი შენობების რეაბილიტაცია მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)