|
2016-09-22 11:09:47, 1027 ნახვა
პოლიტიკა
გიგიაძე ვიზალიბერალიზაციაზე: შესაძლებელი იყო სრულიად მარტივად საქართველოსთან მიმართებით ცალკე პროცესის გაგრძელება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმედოვნებს, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში ისევ დადგება. როგორც გიგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება: "იცით, რომ გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ვროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ გუშინაც ჩვენი საკითხი არ იქნა გათვალისწინებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი საკითხი დადგება ისევ დღის წესრიგში. ვფიქრობ, ეს მოხდება მიმდინარე თვის ბოლომდე",-აღნიშნა გიგიაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული: "იმედი გვაქვს, როგორც კი, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მოხდება საქართველოს საკითხის განვითარება. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო სრულიად მარტივად საქართველოსთან მიმართებით ცალკე პროცესის გაგრძელება, ყველანაირი მიბმისა და დაკავშირების გარეშე, ჩვენთან მიმართებით პროცესის დასრულება, ხოლო ამის შემდეგ თავისთავად ისედაც იქნებოდა დაკავშირებული საბოლოო ჯამში შეჩერების მექანიზმთან, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება შიგნითაა მიღებული",-განაცხადა გიგი გიგიაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)